თეზექენდი მარნეულის ერთ-ერთი
სოფელია. მათი ცხოვრების სტილი სხვა სოფლებისაგან არც ისე
განსხვავებულია. სოფლის ცენტრი, რომელიც
იქ არსებული ჩაიხანის გამო, რომელსაც 25 წელია ერთი ადამიანი
ამუშავებს, შესაძლოა ითქვას, რომ თეზექენდის ღირსშესანიშნაობადაა
ქცეული. მიუხედავათ იმისა, რომ მხოლოდ დილის 11 საათია ჩაიხანაში
ოცამდე კაცი უკვე ჩაის სმით არის დაკავებული. პირველი შეხედვით თიქოს
და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, კლიენტები მშვიდი სახეებით
სხედან, თუმცა მათთან მიახლოვებისას, ჩაიხანის ტერიტორიაზე,
კანალიზაციის მძაფრი სუნი პირდაპირ ნესტოებს გიწვავს. ჩაიხანაში
მყოფმა კაცებმა გვითხრეს, რომ რამოდენიმე წუთში სუნს ეჩვევი და არც კი
იმჩნევ. ახლა კი სუნი იმიტომ არის გამძაფრებული, რომ არხში რომელიც
იქვე ჩაიხანასთან გადის უკვე 7 დღეა რაც წყალი არ მოდის და მეზობელი
სოფლიდან წამოსულ ფეკალურ მასებს არ წმენდს.
„93 წლის 12 მარტიდან ვამუშავებ ამ ჩაიხანას. შეიძლება
ითვას რომ 25 წლიანი სტაჟი მაქვს. ხალხთან მუშაობა რთულია. წლების
მანძილზე რა პრობლემების გამკლავება აღარ მოგვიწია!? იყო დრო როდესაც
უშუქოდ ვიყავით, გზის პრობლემაც იყო, ეტყობა მერე სახელმწიფო პრგრამით
გაარემონტეს, ამისთვისაც მადლობა. ახლა კი სარწყავი წყლის პრობლემა
გვაქვს. წყალი ისე არ მოდის რომ სისტემატიურად ჩემი მიწის ნაკვეთები
მოვრწყა. წყლის პრობლემა ყოველთვის გვაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი
ფულთან არის დაკავშირებული და ჩვენი დანაშულიც არის. საკუთარ
პრობლემების მოგვარებას არ ვცდილობთ ერთობლივად.“ -
აზერ მეხტიევი
ტრადიციულად, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობა მოსავალს იღებს
და მერე ყიდის. არხს, რომელიც მთელ სოფლზე გადის, თეზეკენდის
მოსახლეობა სარწყავად იყენებს. როგორც სოფლის მკვიდრები ამბობენ,
მეზობელი სოფელიდან, ალგეთიდან მიერთებული კანალიზაციის მილები
პირდაპირ ამ არხში ჩადის. წყალში ფეკალიების გარდა, ქიმიური
საშუალებები ხვდება. თუმცა მოსახლეობას ეს დიდად არ აწუხებს, მათ
სარყწავი წყლის რეგულარული მიწოდების საკითხი უფრო მეტად აღელვებთ,
რომელსაც მიწის სარწყავად და კანალიზაციის სუნის თავიდან ასაცილებლად
იყენებენ.
„წარმოიდგინეთ რომ ამ არხის წყალს პირუტყვიც კი არ
სვავს.“
„კანალიზიაციის სუნისგან ვიგუდებით. ესაა ჩვენი ჩაიხანა და აქამდეც კი
მოდის სუნი.“
„სარწყავ წყალს გრაფიკით გვაძლევენ. მაგრამ ჩვენ აქ ამ სუნების
მოთმენა რომ არ გვიწევდეს ეს წყალი ხშირად უნდა გაუშვან. წყალი რომ
მოდის ასეთი სუნი არ დგას.“
ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენლის ვახო ქოჩორაძის თქმით,
კანალიზაციაში წყალი ძალინ ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს,
რომელიც სოფლის მეურნეობის მოსავლისათვის რიგ შემთხვევებში შესაძლოა
სასარგებლო ან საზიანო იყოს. „სენის“ წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა,
რომ აუცილებელია სერიოზული მონიტორინგი და ანალიზი, რათა დადგინდეს თუ
რა ქიმიურ ელემენტებს შეიცავს წყალი.
„ყველაზე ცუდ ვარიანტს თუ განვიხილავთ დაგროვდება
სხვადასხვა სახის მძიმე მეტალები, როგორიც შეიძლება იყოს სპილენძი,
ტყვია, შავი მეტალები და ა.შ. ასევე შესაძლოა დაგროვდეს ბაქტერიები,
რამაც გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება როფორც მცენარეების ისე
ადამიანებისათვის.“ - ვახო ქოჩორაძე
ვახო ქოჩორაძემ ისიც აღნიშნა, რომ სარწყავ წყალში ყოველდღიური
გამოყენების ქიმიური პროდუქტის მოხვედრა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს
არა მარტო სოფლის მეურეობის პროდუქციაზე არამედ ადამიანის
ჯანმრელობაზეც. ხოლო იმ ფაქტმა, რომ არხში წყალი ყოველდღიურად არ
მოდის შესაძლოა ძლიერი ანტისანიტარია გამოიწვიოს, რაც უკიდურეს
შემთხვევაში შესაძძლოა ქოლერით დაავადების წყარო გახდეს.
რადიო „მარნეული“