იორმუღანლოში გათავისუფლებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი კარავში ჩაატარა
დღეს სოფელ იორმუთანლოში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თეა გურგენიძემ, რომელიც 22 მაისს სკოლიდან გაათავისუფლეს, გაკვეთილი კარავში ჩაატარა . როგორც ის ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, გადაწყვეტილება სპონტანურად ბავშვებისა და მშობლების მოთხოვნით მიიღეს.

“ერთი კვირაა, რაც ბავშვები სკოლაში არ დადიან. ეს არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. სკოლა ისინი 22 მაისიდან აცდენენ. სწორედ ამ დღეს დაიწერა ჩემი გათავისუფლების შესახებ განცხადება. ამ გადაწყვეტილბის მიღების შემდეგ, მშობლება ბავშვები სკოლაში აღარ გაუშვეს, კარავი კი იმიტომ გავშალეთ, რომ ბავშვები არ დაზარალდნენ და განათლება მიიღონ,”- უთხრა თეა გურგენიძემ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, დღეს კარავი სკოლის მიმდებარედ გაშალეს, თუმცა, მომდევნო დღეებში, რომელიმე შენობაში გადაინაცვლებენ. როგორც მასწავლებელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ის მზად არის გაკვეთილი ჩაუტაროს არამხოლოდ მის ყოფილ მოსწავლეებს, არამედ ნებისმიერ მსურველს.

რაც შეეხება მოთხოვნებს, თეა გურგენიძის ინფორმაციით, მშობლები და მოსწავლეები მის აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევში ბავშვებს სკოლაში აღარ გაუშვებენ.

“ხვალიდან უკვე ჩვეულებრივ სკოლის საათების დროს მოვლენ ბავშვები, დღეს ამ ყველაფერს უფრო დამატებითი გაკვეთილის სახე ჰქონდა. ხვალ კი ბავშვები წიგნებსაც მოიტანენ. იორმუღანლოს სკოლის ქართულ სექტორს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, იმიტომ, რომ წელს, მაგალითად, მეთორმეტე კლასის 6 მოსწავლიდან, მხოლოდ ერთმა შეძლო ატესტატის აღება”- განმარტავს თეა გურგენიძე.

თეა გურგენიძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ მარტში გახდა ცნობილი, თუმცა, მისი თქმით, სკოლის ადმინისტრაცია დროს წელავდა და განცხადებას ხელს ოფიციალურად არ აწერდა. მისი ვარაუდით, ეს მოხდა იმიტომ, რომ იორმუღანლოს მოსახლეობის უმეტესობა მეცხოველეობით არის დაკავებული და მაისის შემდეგ ისინი მთაში მიდიან, რა დროსაც მოსახლეობა საპროტესტო აქციებს ვერ გამართავდა.

საპროტესტო აქცია მასწავლებლის მხარდასაჭერად პირველად 5 მარტს გაიმართა. როგორც მაშინ რესურსცენტრში გვითხრეს, მასწავლებლის გათავისუფლების მიზეზი ის იყო, ის ბრალდება გახდა. თეა გურგენიძე, ცემის ფაქტს კი არც მასწავლებელი და არც მოსწავლეები არ ადასტურებდნენ.

როგორც მასწავლებელმა გვითხრა, მისი გათავისუფლების მიზეზი ადგილობრივი რესურსცენტრის ხელძღვანელთან მანანა ცუცქირიძესთან არსებული კონფლიქტია. რესურცენტრი კი თავის მხრივ აპელირებდა, რომ ცემის ამსახველი ვიდეო არსებობს, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, მანანა ცუცქირიძემ თავად ნახა თუ არა აღნიშნული ვიდეო, მან განგვიმარტა, რომ ამის უფლება მას არ ჰქონდა.




წყარო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები