არასამთავრობო სექტორმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინა
დღეს, 29 მაისს მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის მიზანს საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა .
მარნეულში მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები წარუდგინეს.

სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო-ქართლში მარიამ გვიდიანმა საბჭოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაუზიარა.



მარიამ გვიდიანმა ასეევე თქვა, რომ სახალხო დამცველი გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომების მონიტორინგსაც ატარებს და იმედს გამოთქვამს, რომ საბჭო მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და სამოქმედო გეგმაში ასახავს.

საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები ასევე წარადგინა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პორექტის ქვემო-ქართლის კოორდინატორმა სამირა
ბაირამოვამ. მისი თქმით ქალთა ჩართულობის გაძლიერებისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთი გზა სოფლებში ცოცხალი ცხოვრების განვითარებაა.




მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის როლი განიხილა. მისი თქმით „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ერთ-ერთი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმია, რომელიც მარნეულში უკვე დანერგილია.



ოლგა ენდელაძემ საბჭოს სხდომაზე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკითხთან ერთად რეფერელის მექანიზმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით რეფერალის მექანიზმი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია და მარნეულის მუნიციპალიტეტი ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები