გუნაის თქმით, ბანკეტისათვის ბიჭებს უფრო ნაკლები თანხა ეხარჯებათ ვიდრე გოგოებს
მარნეულის სოფელ კაჩაგანის 1-ლ და მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა გამოსაშვები საღამოს ერთობლივად ჩატარება გადაწყვიტეს. სადახლოს პირველი სკოლის მე-12 კლასი ხუთმა მოსწავლემ დამთავრა, მეორე სკოლაში კი ექვსმა.

გუნაი გოჯაევა კაჩაგნის მეორე სკოლის კურსდამთავრებულია. გამოცდები წარმატებით დაასრულა და ახლა მზად არის, რომ მთელი დრო გამოსაშვები საღამოსათვის მომზადებას დაუთმოს. მარნეულში დღეს უფრო ხშირად გამოსაშვებ საღამოებს რესტორნებში ატარებენ, თუმცა რამოდენიმე წლის წინ საღამო რომელიმე მოსწავლის სახლში იმართებოდა. სოფელში კი ეს ტრადიცია ისევ არის შემორჩენილი. გამოსაშვები საღამო გუნაის სახლში მოეწყობა. ამ ყველაფერს რა თმა უნდა თანხის შეგროვება უძღვებოდა წინ. გამოსაშვებისთვის თითო მოსწავლე 70 ლარს დებს. 250 ლარი ოპერატორის მომსახურეობისათვისაა გამოყოფილი, 150 ლარი მუსიკოსებზე, სუფრასა და საკვებში კი 800 ლარს დახარჯავენ.

გუნაის გამოსაშვები კაბის საყიდლად და სალონში ვარცხნილობისა და მაკიაჟის გასაკეთებლად 300 ლარი აქვს გამოყოფილი. გუნიას ოჯახმა სკოლის დამთავრებისთვის ჯერ ბოლო ზარისთვის 200 ლარი დახარჯა. საბოლოო ჯამში კი 500 ლარი. გუნაი ამბობს რომ ბიჭებს უფრო ნაკლები თანხა ეხარჯებათ ბანკეტისთვის, სადღაც 150 ლარი.

გუნაი ასევე ამბობს, რომ ყველაზე დიდი საზრუნავი გამოსაშვები საღამოს მერე გამოცდების ჩაბარებაა. რადგან ძალიან უნდა უმაღლესი განათლების მიღება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები