„ვმუშაობთ იმაზე, რომ ნელ-ნელა გავიდეთ სოფლებშიც და სამგზრავრო დრო იქაც დავამატოთ“ - თემურ აბაზოვი
„ვმუშაობთ იმაზე, რომ ნელ-ნელა გავიდეთ სოფლებშიც და სამგზრავრო დრო იქაც დავამატოთ“ - ეს განცხადება მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა გუშინ , 29 მაისს მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე მას მერე გააკეთა, როდესაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პორექტის ქვემო-ქართლის კოორდინატორმა სამირა ბაირამოვამ სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინა.
თემურ აბაზოვმა საბჭოს სხდომაზე ასევე თქვა, რომ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 18:00 საათიდან 20:00 საათამდე არა მატო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში არამდედ მთელი წლის განმავლობაში გაიზარდა, რის გაკეთებასაც სხვა სოფლებშიდაც გეგმავს.



მარნეულის მერი მუნიციპალური ტრანსპორტით თავადაც დადიოდა, მარნეულის ტელევიზიასთან მიცემულ ვრცე ინტერვიუში კი განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას თავს კომფორტულად გრძნობდა, ერთადერთი უხერხულობა კი მაშინ ექმნებოდა როდესაც სხვა მგზავრები მისი მგზავრობის საფასურს იხდიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 მაისს მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის მიზანსაც საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები