86 წლის მარტოხელა ქალი შესაძლოა სახლის გარეშე დარჩეს
საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სახლის ერთი ნაწილი დაინგრა. ეს შემთხვევა სოფელ ულაშლოს მაცხოვრებელ 86 წლის სარიევა ჰემაილის საცხოვრებელ სახლში დაფიქსირდა. ჩვენი იქ მისვლის დროს სერვია თავლაში მუშაობდა. როგორც მან თქვა, შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მაგრამ 20 წელია მარტო ცხოვრობს. ჰემილია თავს 180 ლარიანი პენსიით ირჩენს.

ჰემილიას თვეში ერთხელ მინიმუმ თხუთმეტი ლარის დახარჯვა მარნეულში, ტაქსით ჩამოსასვლელად სჭირდება, რათა ქალაქში ერთი თვის სამყოფი წამლის მარაგი 15 ლარად იყიდოს. ჰემილიას თვალზე პრობლემა აქვს და დღეს ოპერაციას მარნეულში თვალის კლინიკაში იკეთებს. ორი თვის პენსია წინასწარ აიღო, საედანაც 207 ლარი ოპერაციის გასაკეთებლად გადაიხადა, დანარჩენი ფულით კი წამლები იყიდა.

ოპერაციის შემდეგ ჰემილიას ისევ მოუწევს თავის დანგრეულ სახლში დაბრუნება და მარტო ცხოვრების გაგრძელება. 1965 წელს აშენებულ საცხოვრებელ სახლში კი მას ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ უწევს ყოფნა.

ჰემილიამ არ იცის შეუძლია თუ არა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურისათვის მიმართვა, რათა მისი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები