პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის მემორიალი გაიხსნება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალაში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის - ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი იხსნება

ფარი-ხანუმ სოფიევა პოლიტიკურ მოღვაწეობას 100 წლის წინ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ეწეოდა, როცა საქართველოს ტერიტორიის ძირითად მაზრებში საერობო არჩევნები ჩატარდა.
მათ შორის თბილისის მაზრაში, ყარაიაზის ოლქში, სადაც სოფიევამ გაიმარჯვა და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან.

საქარტველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზები, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი მის სოფელში ყარაჯალაში მოეწყო და დღეს, 6 ივნისს მისი გახსნის ღონისძიება იმართვება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები