მერიის სტუქტურული ერთეულების 2017 წლის ანგარიშის დეტალები მოქალაქეებისათვის უცნობია
გუშინ, 5 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2017 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიში მოისმინა.

ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ მერიის სამსახურებმა 2017 წლის ანგარიში საკრებულოს თხოვნის საფუძველზე წარადგინეს, ის ასევე ამბობს, რომ დეპუტატებმა მერიის სამსახურის წარმომადგენლებს დაუსვეს კრიტიული შეკითხვები, რომლებსაც პასუხები გაეცა. მერის მოადგილე ასევე ამბობს, რომ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებზედაც გუშინ 2017 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიშის მოსმენისას იმსჯელეს, მერისა უკვე აქვს აქტიური მუშაობა დაწყებული და ამ საკითხებს 2018 წლისათვის მოაგვარებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან არ ჩანს, თუ რა პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს მარნეულის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლება. მასალიდან ასევე არ ჩანს თუ რომელ კრიტიკულ კითხვებს გაეცა პასუხი მერიის წარმომადგენლების მიერ და თუ რა იყო ასახული მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების 2017 წლის ანგარიშში.

რადიო „მარნეულისათვის“ გუშინდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო, რის გამოც ჩვენ ვერ მოვახერხეთ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების კომენტარების ადგილზე მოპოვება.

ჩვენ მარნეულის მერიას დავუკავშირდით, რათა სტრუქტურული ერთეულების მიერ 2017 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიში მოგვეპოვებინა, მათ კი ჩვეულებისამებრ ოფიციალური წერილით მიმართვა გვთხოვეს, რის გამოც მარნეულელებს 10 დღიანი ლოდინი მოუწევთ, რათა გაიგონ თუ რა წერია მერიის სტურქტურული ერთეულების 2017 წლის ანგარიშში.



რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები