მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საკრებულოს მხოლოდ 10 წევრის მონაცემები დაამატეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიცილურ ვებ-გვერდზე მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრების ნაწილის შესახებ ინფორმაცია 7 თვის შემდგომ გამოქვეყნდა .

მუნიციპალიეტის ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარისა და კიდევ 9 წევრის შესახებ. კონკრეტულად კი მათი საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება და განათლების ხარისხი.

საკრებულოს 25 წევრის შესახებ ინფორმაცია საიტზე კვლავაც არ იძებნება.

მუნიციპალიტეტის საიტზე ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების, კომისიებისა და ბიუროს შესახებ, რაც შეეხება საკრებულოს აპარატსა და საკრებულოს თავმჯდომრის თანაშემწის შესახებ ინფორმაციას ისინი ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტის მონიტორინგის შედეგი, რომლის მიხედვითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არ ქვეყნდება. 

როგორც მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა 28 მაისს ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში ისაუბრა, საკრებულოში პიარის სამსახურის შექმნის შემდგომ მათ ყველანაირი საჯარო ინფორმაცია შეაგროვეს, რომლებიც კვირის ბოლოსათვის იქნებოდა გამოქვეყნებული.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ჯერ კიდევ არააქვს მიღებული, რომლის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტებს 5 წლის წინ უნდა მიეღოთ. საკრებულოს აპარატის უფროსმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი სახის ნორმატიული აქტი მუნიციპალიტეტში მართლაც არაა, მაგრმა ისინი მის მიღებაზე მუშაობენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები