თემურ აბაზოვი მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გახდა
დღეს, 8 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერი მარნეულის განდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გახდა. თემურ აბაზოვის გარდა საბჭოს წევრთა სიას ასევე დაემატა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექსპერტი რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებში მარიამ ირიაული.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრად გახდომის სურვილი გამოთქვა. რის შესახებაც განნცხადება 29 მაისს, მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს მეორე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ია ესებუამ გააკეთა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ჩვენთან საუბრისას თქვა, მას საბჭოს წევრად გახდომა იმიტომ სურდა, რათა საბჭოს წევრებს თავიანთი საქმე იმაზე უფრო კარგად გაეკეთებინათ ვიდრე გეგმავდნენ.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები