გომბორის გზაზე ავარიის სედეგად 4 გარდაცვილია დაშავებულთა რაოდენობა კი 23-მდე გაიზარდა
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში , გომბორის გზაზე დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 23 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის 13 ბავშვია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალი, რომელიც ავარიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის დედაა, კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

საავადმყოფის დირექტორის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ყველა მათგანს გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.

თბილისიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული დაშავებულების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერეგეენკო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ცხედრები გურჯაანში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადააქვთ.

ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.







წყარო: http://reginfo.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები