გომბორზე მომხდარი ავტოავარიაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია
შსს-ს თანამშრომლებმა. ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტოავარია გომბორის უღელტეხილზე დღეს, 9 ივნისს მოხდა. თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შედეგად მიკროავტობუსში მყოფი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.







წყარო:ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები