მარნეულის 4 სოფელში გზების მოასფალტებისათვის 848 912 ლარია გამოყოფილი
მანრულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში, მუღანლოში, ქუთლიარისა და ბაიდარში გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ლეჟბადინში 2 446 მეტრი გიზის მოასფალტება იგეგმება.
სოფელ მუღანლოში 1 318 მეტრი გზის,
სოფელ ბაიდარში 1 404 მეტრი, ხოლო ქულთლიარში 1 308 მეტრი გზის მოასფალტებაა დაგეგმილი.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ლეჟბადინში, მუღანლოში, ქუთლიარსა და ბაიდარში გზების მოასფალტებისათვის ჯამში 848 912 ლარია გამოყოფილი, საედანაც თანხის 45% ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 55% რეგიონული ფონდიდან არის გამოყოფილი.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ოთხივე სოფელში გზის რეაბილიტაციის პროექტი ივლისის თვის ბოლოს დასრულდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები