რამდენჯერმე დატბორილი ქობულეთის ქუჩა - მერიის მხრიდან კითხვები პასუხგაუცემელია
მარნეულში ქუჩები კვლავ იაღლუჯიდან მოვარდნილმა წყალდიდობამ დატბორა, კვლავაც ყველზე მეტად ქობულეთის ქუჩა დაიტბორა. შემთხვევა 16 ივნისს მოხდა.
როგორც ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დირექტორის მოადგილემ დავით გელაშვილმა ჩვენთან საუნბარში აღნიშნა მათთან მარნეულიდან 10 ზარი შევიდა 16 ივნისს საღამოს და სამაშველო ბრიგადის დახმარებით მალევე მოხდა სტიქიის ზონის ლოკალიზება, დაზარალებული არავინაა. როგორც გელაშვლი ამბობს, ამ შემთხვევაშიც მარნეულში ყველაზე რთული ზონა ქობულეთის ქუჩაა.



შეგახსენებთ, რომ მარნეულში ივნისის თვეში უკვე 2-ჯერ დაიტბორა ქუჩები პირველად 2 ივნისს ხოლო მეორედ 16 ივნისს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი წყალდიდობა მეტად საზიანო აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მათ საცხოვრებლები და სარდაფები დაეტბორათ, რიგ შემთხვევაში 50 მოსახლის გარიდებაც კი გახდა საშიში ზონიდან საჭირო.

პირველი სტიქიიდან უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა და მარნეულის მერიიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ აღიშნულ საკითხზე ზარალის დათვლელი კომისიის მხრიდან სამუშაოები მიმდინარეობს მთავარი კითხვები კი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, მაგალითად, დაითვალეს თუ არა ზარალი, რითი მოხდება კომპენსირება და იგეგმება თუ არა ღონისძიებების გატარება ამისათვის მრიიდან ტრადიცულად ოფიციალურ წერლს გვთხოვენ.

2 ივნისს ომხდარი სტიქიის დროს მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა თქვა, რომ დაზარალებულებისთვის თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, თუმცა დარჩება თუ არა ეს ინიციატივა ძალაში უცნობია.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები