გარემოვაჭრეები მყიდველებს მაღაზიებამდე მისასვლელ გზას უღობავენ
მარნეულის ბაზრის, სულხან საბას ქუჩისა და აღმაშენებლის კვეთაში ჩამწკრივებული სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტებს ქუჩაშივე მდგარი გარემოვაჭრეები ფარავენ. ამას ემატება გაჩერებული ავტომობილები და მყიდველები. მაღაზიების მეპატრონეებს გარემოვაჭრეებთან ამ დრომდე უხილავი კომფლიქტი ჰქონდათ, თუმცა დღეიდან მან ოფიციალური სახე მიიღო.

მაღაზიების მეპატრონეების თქმით, მათ შენობის ქირაში წარმოუდგენლად დიდი გადასახადების გადახდა უწევთ. გარემოვაჭრეები მაღაზიებს ფარავენ და კლიენტების მაღაზიისკენ კომფორტული გადაადგილება შეუძლებელი ხდება, რადგან იმისთვის რომ მაღაზიაში მოხვდე გარემოვაჭრეების ხელოვნურად გაკეთებული ჯიხურების გადალახვა უნდა შეძლო.

მაღაზიის მეპატრონეებმა დღეს, 19 ივნისს მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს და სთხოვეს გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე გადაიყვანონ.

გარემოვაჭრეები კი თავის მხრივ ამბობენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლა დიდ გადასახადებთან არის დაკავშირებული და მათ ასეთი ხარჯების გაღება არ შეუძლიათ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები