დაკავებულმა მწყემსმა აღიარა, რომ მამა-შვილი სმიტები მოკლა, ხოლო ლორა სმიტი გაქცევისას ხევში გადავარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის მ.კ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად სამართალდამცველებამ 4 წლის ბავშვის ცხედარი ზვავში გადამალული იპოვეს. დადგინდა, რომ 19 წლის მწყემსამა, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები რაიან სმიტსა და მის შვილს მიაყენა, ხოლო ლორა სმიტი გაქცევის მცდელობისას ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა.

საზარელი მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძიემ ბრიფინგი გამართა.

ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა, 1998 წელს დაბადებულმა მ.კ. ჩადენილი დანაშაული აღიარა. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება.

ამ დროისთვის გარდაცვლილების ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის გაუჩინარების შესახებ ზარი 112-ში 6 ივლისს შევიდა, თავდაპირველად შსს-მ განაცხადა, რომ გარდაცვლილების ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

რაიან სმიტი და მისი ოჯახი მარნეულში 6 წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდნენ და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები