განჯაში რადიკალურმა რელიგიურმა დაჯგუფებამ პოლიციის ორი თანამშრომელი მოკლა
აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში 10 ივნისს, 200-მდე რადიკალური რელიგიური დაჯგუფების წევრებს ქალაქის ცენტრში პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ჰქონდა. 

როგორც  აზერბაიჯანული მედია წერს,  სამართალდამცველები, რომლებიც სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდნენ, კონფლიქტში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი მოკლეს. 

როგორც მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, სამართალდამცველები  დაჯგუფებას აფრთხილებდნენ, რათა სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

დაჯგუფებამ დანებიც გამოიყენა. პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა და განჯას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო დანარჩენმა ტერიტორია დატოვა.  



წყარო:apa.az
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები