სმიტების ოჯახის გადასასვენებელი თანხების მოძიება დაიწყო.
შესაგროვებელი თანხა გულისხმობს, სმიტების ოჯახის წევრების
საქართველოში ჩამოსვლას,
ასევე გარდაცვლილების გადასვენებას საკუთარ ქვეყანაში და დაკრძალვის
ხარჯების ანაზღაურებას. სულ შესაგროვებელია 30 000$ ამ
დროისთვის კი შეგროვებულია 23 457$.
მსურველებს თნხის ჩარიცხვა მითითებულ ბმულზე
შეუძლიათ
www.gofundme.com
სმიტების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში, 7 ივლისს
გარდაცვლილები იპოვეს.
დაკავებულია მწყემსი, 1998 წელს დაბადებული მ.კ , რომელსაც
ბრალი ედება ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი
შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.