სიახლე
2018 წლის პირველ 5 თვეში მარნეულში შემაკავებელი ორდერი 17 მოძალადის მიმართ გამოიწერა
2018 წლის იანვარი-მაისის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი 17 მოძალადე პირის მიმართ გამოიწერა.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში „112“-ში ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის შესახებ 147 შეტყობინება შევიდა.

2018 წლის ამავე პერიოდში ოჯახიში ძადობის 396 შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლის მასშტაბით. თბილისის შემდეგ ქვემო ქართლი მეორე რეგიონია, სადაც ოჯახში ძლადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

მთელი საქართველს მასშტაბით 3 292 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. მისი დარღვევის მაჩვენებელი 7%-ია, რაც შსს-ს ცნობით, ძირითადად „მიახლოების აკრძალვის“ დარღვევაში გამოიხატა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევას ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებს. ამის შესახებ განცხადება უწყებამ 10 ივლისს გააკეთა. ელექტრონული მონიტორინგის სისტემა მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.

ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების შემოღების ადვოკატირებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახორციელებს. საიას ადვოკატი გვანცა საკანელაშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ელექტრონული მოიტორინგის სამაჯურების შემოღება მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალადობის მსხვერპლები, შემაკავებელი ოდერის გამოწერის დროსაც ვერ გრძნობენ თავს დაცულად. მოძალადე, შესაძლოა, მიუახლოვდეს მსხვერპლს და მის საცხოვრებელ სახლს ისე, რომ ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებებში შეტყობინება დროულად არ შევიდეს.

რადიო „მარნეული“


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ
ინფორმაციებს
09:56 / 15.02.2019
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების
გაძვირება შეუჩერა.
21:51 / 14.02.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.