ბეითარაფჩელების სასმელი წყლის ჭას უკვე ორი თვეა ფუნქცია დაეკარგა
სოფელი ბეითარაბჩი სამელ წყალს ბაბაქერის მთიდან გაყვანილი მილებითა და ჭებით მოიპოვებს. საზღვარზე მდებარეობს და ნაწილობრივ მთიან ტერიტორიას ეკუთვნის. სოფელში წყალი სახელმწიფოსაგან გათხრილი ჭიდან მიდის. წყლის ამოსაქაჩი ტუმბო უკვე ორი თვეა რაც გაფუჭდა და გასარემონტებლად წაიღეს, მაგრამ დღემდე არ დაუბრუნებიათ და არც ახალი მოიიტანეს.

სოფლის მაცხოვრებლები სასმელ წყალს ბაბქერის მთიდან გამოსული წყაროდან იღებენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბეითარაფჩელები ამბობენ, რომ ზაფხულის გამო წყალი უფრო მეტად სჭირდებათ.

11 ივლისს სოფე ბეითარაბჩიში მოსახლეობამ გვითხრა, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში პარკის მოწყობას მოითხოვეს. შემდეგ კი პარკის მოწყობაზე უარი თქვეს და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება ითხოვეს. ამბობენ, რომ მათთვის სასმწელი წყალი უფრო მნიშვნეოვანია.

მოსახლეობის მიერ პარკის პროექტზე უარის თქმასა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების თხოვნას მარნეულის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო განყოფიების უფროსი ვუგარ მამედოვიც ატასდურებს. მან ასევე თქვა, რომ სასმელი წყლისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google