ყაჩაღანში მცხოვრები მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშე დარჩა

„ეზოში ბოსტნეული დავთესე. 2000 ლარის თესლი ნისიად წამოვიღე. ფული მოსავლის აღების შემდეგ უნდა დამებრუნებინა, მაგრამ უწყლობის გამო მთელი მოსავალი გამინადგურდა,“ - ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაჩაღანში მცხოვრები ნამიგ ჰუსეინოვი .

ნამიგის მსგავსად სარწყავი წყლის არარსებობის გამო სოფელში ბევრი ფერმერი დაზარალდა. ყაჩაღანის მოსახლეობა სარწყავად მდინარე ხრამის წყალს იყენებს, ივნისიდან კი ხრამში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიწია. ყაჩაღანის გარდა სარწყავი წყლის გარეშე დარჩა კიდევ რამდენიმე სოფელი. მათ შორის: კასუმლო, აღმამედლო, ხანჯი-გაზლო და ქირაჩ-მუღანლო. ამ სოფლებში, ისევე როგორც მთელ რეგიონში, მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით ირჩენს.

ნამიგ ჰუსეინოვი ამბობს, რომ პრობლემის შექმნის პირველი დღიდანვე მოსახლეობამ სათანადო უწყებებს მიმართა: „მთელი სოფლის მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ პრობლემას სწრაფად მოაგვარებდნენ. ჩვენც იმედი გვქონდა. თუმცა, როგორც ხედავთ, არაფერი გაკეთებულა და მთელ სოფელს მოსავალი გაგვინადგურდა.“

ჰუსუ ვალიევიც დიდ ზარალზე ჩივის: „წელს თესლში ფული ტყუილად გადავყარე. მთელი სოფელი დაზარალდა. უწყლობამ მესაქონლეობასაც დიდი ზიანი მიაყენა. საქონლის წყლით უზრუნველყოფაც ძალიან გვიჭირს.“

სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი დაშგინ გულმამადოვი კი ამბობს, რომ ზოგიერთ ფერმერს, მოსავლის გადარჩენის მიზნით, წყლის ყიდვა უწევს: „წყალი სოფელში სპეციალურ მანქანებს მოაქვთ და ყიდიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით შეიძლება ვინმე ხეირობს და ამიტომ სოფლებს სარწყავი წყლით სპეციალურად არ უზრუნველყოფენ. წინა წლებშიც იყო ასეთი პრობლემა. გაირკვა, რომ შექმნილი ვითარებით ბევრი საჯარო მოხელე მოგებას ნახულობდა. ვიღაცეები სამსახურიდანაც დაითხოვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემა არ მოგვარდა.“

ყაჩაღანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ეჰთირამ ალიევი აცხადებს, რომ ყაჩაღანსა და მეზობელ სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა გვალვას და ცხელ ამინდებს უკავშირდება: „წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მდინარეებში წყლის დონის დაწევა ბუნებრივი პროცესების შედეგია. ზაფხულში წყლის დონე, როგორც წესი, იკლებს. ჩვენ საგანგებო პირობებში ვმუშაობთ, რომ ყველა სოფელს წყალი მივაწოდოთ.“

მერის წარმომადგენლის თქმით, ყაჩაღანში 1000 ჰექტრამდე სახნავი მიწაა. მორწყვის პრობლემა ახლა დაახლოებით 3 ჰექტარზეა. როგორც ეჰთირამ ალიევი ამბობს, ქვემო ქართლში სარწყავი სისტემა არასოდეს ყოფილა და იქ მცხოვრები მოსახლეობა მოსარწყავად დღემდე მდინარის წყალს იყენებს. ალიევის თქმით, იმისთვის, რომ გვალვის დროს მდგომარეობა ძალიან არ დამძიმდეს, სოფლებში არტეზიული ჭაბურღილები უნდა გაკეთდეს.

როგორც ყაჩაღანში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რაც უფრო ჭიანურდება სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენა, მით უფრო იზრდება მათთვის მიყენებული ზარალის ოდენობა და მალე მესაქონლეეებიც სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან.

ხაიალ აზიზოვი



სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები




q. marneulSi, 26 maisis #56 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, 26 maisis #30 v/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 a/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #5 (unomro) binis I sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #6 binis I sadarbazos
reabilitacia




მარნulSi, mazniaSvilis #1 binis
sadarbazoebis da saxuravis reabilitacia




q. marneulSi, narimanovis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #7 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #9 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #11 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #18 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #20 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #23 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #25 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #29 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #33 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #39 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #41 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #42 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #46 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #48 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #49 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #66 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #70 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #79 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #81a/ binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #84 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #86 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #88 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #89 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #114 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis q.#118-Si sacxovrebeli
saxlis სადარბაზოების და
saxuravis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59a/ (III Cixi #4) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59b/ (V Cixi #3) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis VII Cixi #3
(81ბ) binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia
16:37 / 25.04.2024