აფიკ ნოვრუზოვმა და ანარ ასკეროვმა მარნეულში ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართეს
16 ივლისს, მარნეულში, აფიკ ნოვრუზოვის და ანარ ასკეროვის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. პირველად ეს სიმღერა თურქულმა მომღერალმა იბრაჰიმ თატლისესმემ იმღერა.

მარნეულელმა ახალგაზრდებმა მუსიკას მრავალფეროვნება შემატეს და განსხვავებულ ფორმატში, რეპის სტილში იმღერეს.
კლიპის პრეზენტაციას ახალგაზრდები, მოწვეული სტუმრები სტუმრები, მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კლიპი ერთი წლის განმავლობაში, 60 ათას დოლარად აფიკის და ანარის ოფიციალური სპონსორის, რუსეთში მცხოვრები რუსან ტაგიევის მხარდაჭერით გადაიღეს.

რუსლან ტაგიევმა მარნეულელ ახალგაზრდებთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. აფიკ ნოვრუზოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ კლიპის გადასაღებად სამი დღე დასჭირდათ. კლიპი თბილისში და რეგიონებში გადაიღეს. გადაღებები „ვან პროდაქშენის“ მიერ განხორციელდა.



ანარ ასკეროვმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მომავალში სხვა კლიპების პრეზენტაციასაც გეგმავენ.
მან ასევე თქვა რომ თავიანთ შემოქმედებით საქმიანობას საქართველოში გააგრძელებენ.


აფიკ და ანარის ოფიციალურმა სპონსორმა, რუსეთში მცხოვრებმა რუსან ტაგიევმა რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ ახალგაზრდა მომღერლებს განვითარებისათვის მხარს დაუჭერს

უახლოეს დღეებში აფიკ და ანარის მომდევნო მუსიკების პრეზენტაციებიც გაიმართება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები