მარნეულელი ბიჭი NBA-ს ვარსკვლავ ზაზა ფაჩულიასთან ერთად ითამაშებს
მარნეულელი კალადბურთელი, ლაშა შერმაზანაშვილი NBA-ს ვარსკვლავ ზაზა ფაჩულიასათან ერთად „სთრითბოლს“ კიდევ ერთხელ ითამაშებს.

ლაშამ Gulf Georgia-ს პროექტში კვლავ მიიღო მონაწილეობა. გადაიღო ვიდეო, სადაც საკუთარ საკალათბურთო შესაძლებლობებს ავლენდა და ფეისბუქზე ლაიქების სიმრავლით იმ 5 ახალგაზრდას შორის მოხვდა, რომლებიც ზაზა ფაჩულიასთან ითამაშებენ. კიდევ 5 ახალგასრდა კი NBA-ს ვარსკვლავმა თავად შეარჩია.

როგორც ლაშა ჩვენთან საუბრისას ამბობს, მისთვის ფაჩულიასთან ერთად თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით საკუთარი რეგიონის წარმოჩენას შეძლებს.

„ზაზასთან თამაში იმ მხრივაა კარგი, რომ მე ვარ მარნეულიდან და მარნეულის სახელით ვიღებ მონაწილეობას და გავაცნობ მათ ჩვენი რაიონის სიტუაციას. არ იქნება ურიგო და არამგონია, რომ ვინმე გულგრილი დარჩეს იმით, რომ მარნეულშიც არის კალათბურთი და ის უნდა განვითარდეს.“ - გვითხრა ლაშა შერმაზანაშვილმა

შერმაზანაშვილი მომავალში საკუთარ თავს, ერთ-ერთ საკალათბურთო გუნდში ხედავს და წუხს, რომ პროფესიონალურ კალათბურთს, დიდი ხნის განმავლობაში, მარნეულის სახელით ვეღარ ითამაშებს. ლაშა მარნეულში კალათბურთის განვითარებასაც აპირებს, და როგორც თავად გვეუბნება სურს, რომ მომავალი კალათბურთელები გაზარდოს რომლებიც მარნეულის სახელით ითამაშებენ.

როგორც Gulf Georgia-ში გვითხრეს პროექტ „ეთამაშე ზაზას“ მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ლაშა და კიდევ 9 ახალგაზრდა NBA-ს ვარსკვლავს დღეს, 23 ივლისს საღამოს 7 საათზე ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის გახსნაზე ეთამაშება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები