"სამწუხაროდ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ ვართ მათი მსახურები და არა პირიქით.“ - გიორგი მუმლაძე ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთობაზე
„მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება“ ამ თემაზე დღეს, 24 ივლისს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა და მოწვეულმა ლექტორმა გიორგი მუმლაძემ საჯარო ლექცა გამართა. როგორც გიორგიმ ჩვენთან საუბრისას თქვა, ახალგაზრდებთან ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა სახელმწიფოს თანამედროვე გაგება, დემოკრატიის მნიშვნელობა და მოქალაქეებსა და სახელმწიფოს თანაბარუფლებიანობა.

„ძალიან იშვიათია შემთხვევები როცა ადამიანები იჩენენ აქტიურობას ჩაერთონ, თუნდაც თვითმმართველობის საკითხებში, თუნდაც ცენტრალურ დონეზე საკითხების გადაწყვეტაში, იმიტომ რომ მათ ჰგონიათ, რომ სახელმწიფო განყენებული ცნებაა და ისინი უნდა იყვნონ ყოველთვის მათბედის ამარა დარჩენილები და შესცქეროდნენ მას, თუ რამდენად კეთილი იქნება, სინამდვილეში კი პირიქით, ეს ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენივე დაქირავებული ადამიანები, რომ შეასრულონ ვალდებუებები. სამწუხაროდ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ ვართ მათი მსახურები და არა პირიქით.“ - გვითხრა გიორგი მუმლაძემ

გიორგი მუმლაძემ ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვეცოდინება თუ რა არის სახელმწიფო და რას წარმოვადგენთ სახელმწიფოსათვის ჩვენ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოშიც უკეთესი პოლიტიკური მდგომარეობა იქნება და ადამანები გადაწყვეტილებების მიღებისაგან არ იქნებიან მოწყვეტილები.

საჯარო ლექცია პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც თვითგანვითარების უნივერსიტეტი ახორციელებს. თვითგანვითარების უნივერსიტეტის დამფუძვნებლის რაშან ზიადალიევის თქმით, პროექტის მიზანს ქვემო-ქართლის რეგიონში ეთნიკური აზერბაიჯანელების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა და გააქტიურება წარმოადგენს.

პროექტი „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა“ ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საჯარო ლექციებისა და ტრენინგების გამართვაა დაგეგმილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები