თირკმელების უკმარისობით დაავადებულებისთვის საქველმოქმედო აქცია იმართება

საქართველოს აზერბაიჯანელ ინვალიდთა ასოციაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პირებისთვის პრეპარატების საყიდლად საქველმოქმედო აქციას მართავს. საქველმოქმედო აქციის დროს ორგანიზაციაში დარეგისტრირებული 200 ადამიანისთვის თირკმლის უკმარისობის პრეპარატებისა და დიალეზისთვის თანხა გროვდება. შეგროვებული თანხა ერთი თვის განმავლობაში გამოსაყენებლად 750 მგ Calciumacetat-Nefro (200 ტაბლეტი)საყიდლად მოხმარდება. აღნიშნული წამალის ფასი 75 ლარია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აზერბაიჯანელ ინვალიდთა ასოციაციის უფროსმა როვშან ალიევმა გვითხრა. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ თითო მოქალაქეს შეუძლია მობულური ოპერატორებიტან 090 120 01 15 ნომრებზე დარეკონ და ადამიანებს დაეხმარონ

„აქციის ფარგლებში უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ჩვენი ინფორმაციით 200 კაცია. მარნეული,დმანისი ,ბოლნისი დანარჩენებიც გარდაბნიდან და რუსთავიდან არიან. ერთი კაცი გაბალიდანაც არის. დაფინანსება ბევრი არ გვაქვს და რაც გვაქვს მაგით უნდა დავეხმაროთ. ზარის მერე თანხა შემოდის ფონდში და იქიდან ორგანიზაციის ანგარიშზე. მერე ოფიციალურად ამ პირების წამლებისათვის მოხმარდება“- ამბობს როვშან ალიევი

საქართველოს აზერბაიჯანელ ინვალიდთა ასოციაცია 2012 წელს იუსტიციის სახლში დარეგისტრირდა და დღემდე ორგანიზაციაში 2000-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დარეგისტრირდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google