სოფელ ხოხმელში ახალგაზრდული ცენტრის აშენებისას ავტორი ქალთა საჭიროებებს მათი სიმცირის გამო არ ითვალისწინებს
სოფელ ხოხმელში ჩასასვლელად მარნეულიდან ბევრი დრო და მოთმინებაა საჭირო. ამორტიზირებული გზა ნიშნულების გარეშე. სანამ მიხვდებით გზაჯვარედინზე მარჯვნივ ან მარცხვნივ წასვლალს ამაზეც დროს დაკარგაცთ. ზაფხულში მანქანის ფანჯრის გაღებისას მტვრის ჩაყლაპვაც მოგიწევთ. სოფელი სომხეთის საზღვართან მდებარეობს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ტელეფონში როუმინგი ჩაგერთვებათ .

2014 წლის საყოველთაო დემოგრაფიული აღწერის შედეგად, აქ ოფიციალურად 59 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ადგილობრივებმა 27 დაგვისახელეს.
არანაირი საჯარო შენობა. არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი. ერთადერთი ახალი აშენებული ბლოკის პატარა შენობა დგას, რომლეშიც შესვლა ვერ მოხერხდება, რადგან კიბეები მიშენებული ჯერ არ არის:

"კლუბი ესაჭიროებათ კარტი რომ ითამაშონ. ჩემთვის არავის უკითხვას მჭირდება თუ არ მჭირდება ეს კლუბი. მე ვინ ვარ რომ მკითხონ?-ამბობს სოფელ ხოხმელში მცხოვრები ქალი


აღმოჩნდა რომ ეს შენობა ორი წლის წინ, „თანამონაწილეობის ბიუჯეტის“ ფარგლებში აშენდა. და მას ავტორმა ვაღინაგ მამულიანმა ახალგაზრდული ცენტრის სახელი მისცა“. უფუნქციოდ დარჩენილი შენობის გამო ადგილობრივემბა რამოდენიმე კვირის წინ სოფელში ჩასულ სომხეთის ელჩს შესჩივლეს.როგორც ჩანს ამის მერე მერიამ პროექტის ბოლომდე მიყვანას ცდილობს და ახლა შენობის დაპროექტებისთვის 650 ლარიანი ხარჯ-აღრიცხვის ტენდერი გამოცხადდა.


პროქტის ავტორი ვაღინაღი ამბობს რომ ადგილობრივი მთავრობა მისი უახლოვესი მეგობრები არიან და არჩევნების დროს ეხმარება. სოფლის პრობლემებს ფილოსოფიურად უდგება. აბობს ,რომ ყველაფერი იქნება გზაც და სკოლაც. თუმცა საკუთარი შვილების განათლების საკითხის მოგვარება მეუღლის სოფელში, სიონში გადაწყვიტა. ქართულენოვან სკოლაში ატარა და დედაქალაქში უმაღლესი განათლებაც მისცა.

"ყურადღებას გვაქცევენ როგორ არ გვაქცევენ. ჩვენთან სახემწიფოში ყველაფერი კარგად ვითარდება მე მომწონს. უბრალოდ რაღაცეებს აკეთებენ რაღაცეებს სულ არ აკეთებენ. უნდა ისე გააკეთონ რომ მეც მქონდეს უპირატესობა. ასფალტს აგებენ იქ, იუსტიციის სახლს აშენებენ იქ. ასეთ რაღაცეებს უნდა მიაქციონ ყურადღება. სახელმწიფო კი ნორმალურია" - ამბობს ვაღინაღი



სოფლის შესასვლელში პირველივე სახლის მცხოვრები 28 წლის მარინა გევორკიანი. სკოლა მეზობელ სოფელში დაამთავრა. დღეს სოფლიდან მხოლოდ ორი ბავშვი დადის სკოლაში ერთი რუსულენოვანში- ოფრეთში ამისთვის კი 3 კილომეტრის გასვლა სჭირდება. მეორე კი სომხურენოვან სკოლაში, რომელსაც ანალოგიურად სასწავლო დაწესებულებამდე კილომეტრები აშორებს. მარინას არასდროს გაუგია უმცირესობებისთვის 1+4 პროგრამის შესახებ. სომხეთში და რუსეთში წასასვლელად კი არც სანათესაო და არც ნაცნობები ჰყავს. სახლში სომხური ყავით და სომხური წარმოების ტკბილეულით გვიმასპინძლდება. ახალგაზრდული ცენტრის საჭიროებას კი ვერ ხვდება.
ამბობს, რომ ქალებსთვის იქ ადგილი არ ექნებათ. არც ვაღინაღ მამულიანს გაუთვალისწინებია პროექტში სოფელში მცხოვრები ქალების ინტერესები:

"ტელევიზორი იქნება, ინტერნეტი, საჭარდაკო, კარტი, კაზინოს აპარატები- ვიხუმრე.. ტრენაჟორები, ბიჭებმა რომ ივარჯიშონ. გოგოებისთვის? გოგოები ისედაც ცოტანი არიან"- პასუხობს ვაღინაღ მამულიანი

მარინა პირველად წელს იყო თბილისში. გაისეირნა და სურათები სოციალურ ქსელში ატვირთა. ქართული არ იცის. მაგრამ ამბობს, რომ სიამოვნებით ისწავლიდა.

"ტელევიზია გვაქვს. რუსული სომხური არხები. ქართული არ იჭერს ჩვენთან. არა არ იჭერს ვუყურებდი ქართულს ასე მაინც ვისწავლიდი. ინტერესი მაქვს. სოფელში არასდროს ყოფილა ქართული ენის კურსები ან რამე ამდაგვარი,არასდროს". - ამბობს მარინე

თუმცა საგანმანათლებლო სივრცე სოფელში არ არსებობს. ახალგაზრდულ ცენტრში კი ტრენაჟორების დადგმას აპირებენ. მკვიდრები ტოტალურ უმუშევრობაზე საუბრობენ. მარინა ამბობს, რომ სოფელში სულ 4 გოგონა დარჩა. ბიჭები ცოტა მეტია, თუმცა როგორც ჰყვებიან ყველა სოფლიდან გაქცევაზე ფიქრობს.


რადიო "მარნეული"

სიუჟეტის აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები