მარნეულელ მედალოსან სპორტსმენებს მერია 500-500 ლარს გადასცემს
მარნეულის მერიამ სამი წარმატებული სპორტსმენისათვის ფულადი ჯილდოს გადაცემა გადაწყვიტა.

ლუკა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატზე, ძიუდოში მესამე ადგილი მოიპოვა. ასევე, ევროპის ჩემპიონატზე კრივში მესამე პრიზიორი გახდა ოთარ ნავერიანი, ხოლო გიორგი ფარულიანმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რის გამოც სამივე ბიჭს მერია ფულად ჯილდოს გადასცემს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს 25 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

რადიო „მარეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები