თემურ აბაზოვი მოსამართლეს საკუთარ უდანაშაულობას უმტკიცებს და გირაოთი გათავისუფლებას სთხოვს
თემურ აბაზოვის თქმით მისი დაკავება ბიძინა ივანიშვილთან ახლო ნაცნობობით იყო განპირობებული. ტელევიზიით გავრცელებული ინფრომაციის საფუძველზე პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, ეს თემა აიტაცა ოპიზიციამ, ამ დროს იყო სარალიძის აქციები და ის დიდი შიშის გამო უსაფუძვლოდ დააკავეს.

„ზემოდან თქვეს მიაწექით ბოლომდეო. თანამდებობის პირის დაკავება ასე მარტივად არ ხდება“- განაცხადა თემურ აბაზოვმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

„დაუშვეს შეცდომა, ტელევიზიით გავრცელებული ინფრომაციის საფუძველზე დამაკავეს. მაგრამ თემურ აბაზოვი იქ არ ყოფილა. თემურ აბაზოვის ხმა არ ყოფილა. ჭიქაზე ანაბეჭდი არ ყოფილა, საერთოდ არავინ ამბობს, რომ თემურ აბაზოვი იქ იყო და ვინც ამბობს ეს სიმართლეს არ შეესაბამება.“

თემურ აბაზოვმა მოსამართლეს შეახსენა, რომ მას პოლიციის აკადემია ანკარაში აქვს დამთავრებული, სადაც დისციპლინა და ცოდნა მაღალ დონეზეა. მიღებული აქვს დიდი გამოცდილება და ასე სულელურად არ მოიქცეოდა. არ გააკეთებდა ასეთ სისულელეს და ამას ფეისბუქ ლაივით არა გაავრცელებდა.

„ყველაზე გათახსირებულ ადამიანს გააკეთებინეს ის რაც გააკეთებინეს. ყველამ კარგად იცოდა, რომ მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ჩემ და ბიძინა ივანიშვილის ოჯახს რომელსაც პირადად ვიცნობ“ - თქვა აბაზოვმა სასამართლო სხდომაზე

თემურ აბაზოვმა ასევე თქვა, რომ მან უპრეცედენტო რამ გააკეთა. მოხსნა რეკორდი, როდესაც არჩევნებზე სამ კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ხმების 70% აიღო. აბაზოვი თავის დაკავებას ამ ფაქტსაც უკავშირებს და ამბობს, რომ „ის ვინც ეს გააკეთა იმის შიში ჰქონდა რომ მე მას დავრჩრდილავ. და ამიტომ გააკეთა ის რაც გააკეთა.“

„მე ხალხის წინაშე ვარ ვალდებული, მე ხმა მომცეს, ისინი მოვიდნენ, შეწუხდნენ და ამირჩიეს. მე ბევრი პროექტი დავიწყე და უნდა გავაგრძელო. მე ხალხისათვის ვმუშაობ და ვაპირებ მათ სამსახურში ვიყო. მე დასაკარგი ძალიან ბევრი მაქვს, არიან ადამიანები რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ. მამაჩემი არის პოლკოვნიკი და 35 წელი იმსახურა. სამი ძმა მყავს და სამივე პოლიციელია. ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა ან მუშაობის პერიოდი აიღეთ, მე მხოლოდ კანონის ენით ვსაუბრობდი.

მე აზერბაიჯანის პირველ პირსაც ვიცნობ და თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს. ადვოკატებისა და პირადი კონტაქტების გამოყენება შემეძლო, მაგრამ მე არასდროს მდომებია ამის გამოყენება და კანონი ჩემტვის ყოველთვის კანონობდა.

იყოს გირაო. ჩვეულებრივად დღისით ვიყო გარეთ, ან ღამე ვიყო გამკაცრებული კონტროლის ქვეშ. პრეზიდენტის სიძის მეგობარს 20 წელი ან უვადო ემუქრება და გირაოთი გამოუშვეს.

გამორიცხულია ჩემი არასწორი ნაბიჯი. მე მინდა მხოლოდ ვიყო ჩემ ოჯახის გვერდით, სახლში.“
- განაცხადა თემურ აბაზოვმა სასამართლო სხდომაზე


აბაზოვის სიტყვით გამოსვლის ჩანაწერი რადიო „მარნეულს“ Marneuli City-მ მიაწოდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები