სასამართლომ თემურ აბაზოვი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ თეურ აბაზოვი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს , 26 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღო.

როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ მედიასთან საუბრისა თქვა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზეც არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე, რის გამოც მის მიმართ შეფარდებული წინასწარი პატიმრობა ძალაში დარჩა.

პროკურორმა ასევე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშშირებით ახალი გარემოებები გამოიკვეთა და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, სხვა დეტალების შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან კი თავი შეიკავა.

თემურ აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აბაზოვის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას უსამართლოდ და არასწორად აფასებს, რადგან როგორც თავად ამბობს, რეალურად არ არსებობს რაიმე ხელშესახები და სამართლებრივი საფუძვლები რის საფუძველზეც შესაძლებელია აბაზოვის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოყენებული იქნეს წინასწარი პატიმრობა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა