მარნეულის მთავარ მოედანზე კანალიზაციის მილი გასკდა
მარნეულში შემოსვლისთანავე, პირველი რაც ნებისმიერ ადამიანს თვალში ხვდება არის შადრევანი, საათით, რომელიც ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ კი დროშია გაჩერებული . ბოლნისში, სომხეთში, აზერბაიჯანსა თუ მარნეულის სხვადასხვა სოფლებში თბილისიდან მომავალ ხალხს სწორედ ამ შადრევნის გავლა უწევს. მის ირგვლივაა ბენზინგასამართი სადგურები, სავაჭრო ობიექტები, პოლიციის შენობა, იუსტიციის სახლი და მარნეულის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი „ჩაის სახლი“.

დღის განმავლობაში ამ გზაზე გავლა უამრავ ადამიანს უწევს. თითქმის ერთი კვირაა, რაც ხალხი იუსტიციის სახლისა და სავაჭრო ცენტრის წინ ჩავლისას ცხვირზე ხელს იკიდებს და ნაბიჯს აჩქარებენ, ამის მიზეზი კი მოედანზე ამომავალი კანალიზაციაა.

„ერთი კვირაა რაც ასეთ მდგომარეობაშია და სუნი უკვე ყელში მაქვს ამოსული. ვითმენთ, ამბობენ, რომ ამის პატრონი ხავალ მოვა და მოაგვარებს. სულ ასე არის ხოლმე, მოდიან წმინდავენ, მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ ასეთი მდგომარეობაა. ყელში გვაქვს უკვე ამოსული.“ - გვითხრა ტაქსის მძღოლმა

„გვაწუხებს, მაგრამ ჩემი ლაპარაკით რა შეიცვლება.“ - ამბობს ტაქსისტი

„რამდენიმე დღეა, რაც კანალიზაციის სუნის გამო ამ გზაზე ვერ გავდივართ. ესაა ყველა ავადმყოფობის მიზეზი, ეპიდემიის გამომწვევია. ხალხი გავლისას ცხვირზე ხელს იკიდებს ხოლმე. ეს ცენტრალური გზაა და უკვე ერტი კვირაა არავის ყურადღება არ მიუქცევია.“ - ამბობს შეწუხებული მოქალაქე

როგორც მარნეულის მერიაში გვითხრეს, ტერიტორია სადაც კანალიზაციის მილი გასკდა სავაჭრო ცენტრ „სპარს“ ეკუთვნის. მათ უკვე გამოიძახეს შესაბამისი სამსახური და კანალიზაციის შეკეთებას ხვალ, 28 ივლისს დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები