საქართველოში მოკლული სმიტების ოჯახი ამერიკაში დაკრძალეს
ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახი არიზონას შტატში ქალაქ ფინიქსში დაკრძალეს. სმიტები ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაიხსენეს.

ცერემონიის ამსახველ ვიდეოს „TV Pirveli“ ავრცელებს. გრინვუდის მემორიალურ სასაფლაოზე 4 წლის კაილები დედასთან ერთად დაკრძალეს. მათ სასახლეებს ხელით შექმნილი ხალიჩები ეფარა, რომლის ბიზნესშიც რაიან სმიტი იყო ჩართული.

აღნიშნული მედია საშუალების ცნობით, დაკრძალვაზე ჩართეს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ლორა და რაიანი ჰყვებიან თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ აღმოაჩინეს საქართველო და რატომ გადაწყვიტეს ხალიჩების ბიზნესში ჩართვა. რაიანი ხალიჩების ბიზნესი მარნეულში, სოფელ ქოსალარში აწარმოებდა.

სმიტების ოჯახს 23 აგვისტოს ვაშინგტონის შტატში ქალაქ ტაკომაშიც გაიხსენებენ.

გარდაცვლილები საქარველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 ივლისს გადაასვენეს.

სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. მკვლელობაში 19 წლის მალხაზ კობაურია ბრალდებული. იგი პატიმტობაში იმყოფება. ხადის ხეობაში მოკლულ სმიტეპს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდათ. დადგინდა, რომ ლორა სმიტი გაუპატიურებულია, ხოლო 4 წლის კაილები სანადირო თოფის მიბჯენით არის მოკლული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები