ულაშლოელები სასმელ წყალს, წლების განმავლობაში, წვეთ-წვეთობით მოიპოვებენ
სოფელ ულაშლოს მაცხოვრებლებს სასმელ წლის პრობლემა აქვთ . ისინი წყალს სოფელში მდებარე წყალსაცავიდან იღებენ, რომელიც ბაბაქერის მთიდან მოდის და სოფლის ცენტრში მდებარე წყალსაცავში გროვდება.

დაახლოებით 250 ოჯახის სწორედ აღნიშნული წყალსაცავიდან უწევთ წყლის ზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ დილის 10 საათია წყალსაცავთან წყლის ასაღებად დიდი რიგი დგას. ზაფხულში წვეთობით წამოსულ წყალს კი მიტანილ ჭურჭელში . ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ წყლის ზიდვა ხელით უწევთ, იძულებულია არხის წყალი მოიხმარონ.

როგორც მარნეულის მერიაში გვითხრეს სოფელ ულაშლოს სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად წელს პროექტს შეიმუშავებენ, ხოლო მომდევნო წლისათვის სამუშაოებსაც დაიწყებენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები