მარნეულის "მდუმარე დეპუტატები"
არცერთი კანონპროექტი, არცერთი სიტყვით გამოსვლა, არცერთი საკანონმდებლო შენიშვნა. ესაა პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულელი პარლამენტარების მიერ 2016 წლიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მარეულელ პარლამენტარს კი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მხოლოდ ორჯერ აქვს გამოყენებული, მაგრამ არასოდეს არ გამოსულა სიტყვით და არასოდეს არ გაუკეთებია საკანონმდებლო შენიშვნა.

მახირ დარზიევი საქართველოს პარლამენტში 2016 წელს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა. დარზიევი პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. კომიტეტის 39 სხდომიდან 4 საპატიო მიზეზის გამო აქვს გაცდენილი. კომიტეტზე მისი აქტიურობა კი საქართველოს პარლმენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესაბამისად შემდეგნაირია: მახირ დარზიევი მე-9 მოწვევის პარლამენტის საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა. ის არასოდეს არ გამოსულა სიტყვით პარლამენტის პლენალურ სხდომაზე და არასოდეს არ წარუდგენია საკანონმდებლო შენიშვნა.

თამაზ ნავერიანი პარლამენტარი 2016 წელს გახდა, ის კენჭს მარნეულის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა. „ქართული ოცნების“ წევრი თამაზ ნავერიანი მახირ დარზიევის მსგავსად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია და მასაც მე-9 მოწვევის პარლამენტის საანგარიშო პერიოდში არცერთი კანონპროექტი, არცერთი შენიშვნა, არცერთი ინიციატივა და არცერთი სიტყვით გამოსვლა, პლენარულ თუ კომისიის სხდომაზე, არ უფიქსირდება. დარზიევისაგან განსხვავებით ნავერიანი კიდევ ერთი კომიტეტის წევრია. სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა კომიტეტში ის არასდეს არ გამოსული სატყვით და არასოდეს არ წარუდგენია საკანონმდებლო ინიციატივა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქაული ოცნების“ კიდევ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მიპოვა მანდატი. რუსლან გაჯიევი პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრია. მისი აქტივობა ზემოხსენებული კოლეგების აქტივობის იდენტურია, არცერთი ინიციატივა და სიტყვით გამოსვლა კომიტეტის სხდომაზე, არცერთი კანონპროექტის ინიცირება, არცერთი სიტყვით გამოსვლა პლენარულ სხდომაზე და არანაირი საკანონმდებლო შენიშვნა. 2017-2018 წლის პერიოდში გაჯიევს კომიტეტის 39 სხდომიდან 14 საპატიო, ხოლო 6 არასაპატიო მიზეზით აქვს გაცდენილი.

აზერ სულეიმანოვი 2016 წელს პარლამენტარი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით გახდა. როგორც უკვე ვახსენეთ, მას საკანონმდებლო ინიცირების უფლება მხოლოდ ორჯერ აქვს გამოყეებული, მაგრამ აღნიშნული ინიციატივა ორივეჯერ უკან თავადვე გაიხმო. სულეიმანოვი პარლამენტის ორი კომიტეტის წევრია. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 39 სხდომიდან საპატიო მიზეზით არ დასწრებია 27 სხდომას. აღნიშული კომიტეტის სახელით არ ყოფილა კანონპროექტის ინიციატორი. რეგიონული პოლიტიკისა და თითმმართველობის კომიტეტის 60 სხდომიდან სულეიმანოვი საპატიო მიზეზით 54-ს არ დასწრებია და აღნიშნული კომიტეტის სახელით არ ყოფილა კანონპროექტის ინიციატორი. სულეიმანოვი ასევე არასოდეს არ გამოსულა სიტყვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და არასოდეს არ წარუდგენია საკანონმდებლო შენიშვნა.

მარნეულელი პარლამენტარებიდან რადიო „მარნეულს“ მხოლოდ ერთი ესაუბრა, როგორც ჩვენთან საუბრისას რუსლან ჰაჯიევმა თქვა ის და ყველა მარნეულელი დეპუტატი საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები.

„ჩვენი პარლამენტის ცხოვრებაში მე ძალიან აქტიური დეპუტატი ვარ. მეც, ბატონი სავალანიც, ბატონი თამაზიც და ბატონი დარზიევიც.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

ჩვენს კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება მისი ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში, რუსლან გაჯიევი გვპასუხობს, რომ ის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრია.

„ჩემი ჩართულობა აქტიურია, იმიტომ, რომ მე განათლების, კულტურის და სპორტის გაერთიანებულ კომიტეტში ვარ. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული პროცესში, განათლების სფეროში რაც მიდის პროცესები და ყველაფერი, შეიძძლება მე არავარ ინიციატორი, მაგრამ ეს არ არის პრობლემა ჩემი აზრით “ - ამბობს რუსლან გაჯიევი

გაჯიევი ჩვენთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა, სადაც დეპუტატების აქტიურობაა ასახული, სხვაა, ხოლო მათი ჩართულობა სხვა.

ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დანარჩენ პარლამენტარებთან დაკავშირებასაც. თამაზ ნავერიანს რადიო „მარნეულის“ ზარებისათვის არ უპასუხია. აზერ სულეიმანოვმა და მაჰირ დარზიევმა ჩვენს ზარებს უპასუხეს, თავდაპირველად ინტერვიუზე დაგვთანხმდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგეს თუ რა საკითხთან დაკავშირებით გვინდოდა მათი ჩაწერა, შეხვედრაზე ყოფა მოიმიზეზეს და მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვეს. მას შემდეგ აზერ სულეიმანოვი ჩვენს ზარებს თიშავს, ხოლო მახირ დარზიევი აღარ გვპასუხობს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები