თაზაქენდის ამორტიზებული გზის რეაბილიტაციისთვის წელს მარნეულის მერიას ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ აქვს

სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლი თაზაქენი მარნეულიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს. სოფლამდე ჩსასვლა მოასფალტებული გზით მხოლოდ მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალითაა შესაძლებელი.


თაზაქენდის დასაწყისიდანვე შიდა გზები ამორტიზებულია. ზაფხულში საშინელი მტვერი, ზამთარში კი ატალახებული გზა ასეთია თაზაქენდელების პრობლემა, რომელთან გამკლავებაც წლებია ყოველდღიურობად გადაექცათ. ახალი გზის გაკეთების იმედი კი მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე უჩნდებათ, თუმცა ახლა ბევრს ამისიც აღარ სჯერა და ნომერ პირველად დდასახელებულ გზის პრობლემაზე ღიად გვესაუბრებიან




რადიო „მარნეული“ შეეცადა მერიაში გაერკვია იგეგმება თუ არა სოფელ თაზაქენდში გზების რეაბილიტაცია, მარნეულის მერიის პიარ სამსახურმა თაზაქენდში განსახორციელებელი სამუშაოებია ჩამონათვალი მოგვაწოდა. განსახორციელებელი სამოშაოების სიაში კი გზის რეაბილიტაცია არ შედის.

რადიო "მარნეული?

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები