გენდერული საბჭოს პირველი სამოქმედო გეგმის მისაღებად დეპუტატებმა ხელი, შინაარსის უცოდინრობის მიუხედავად, აწიეს
მარნეულის მუიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც დღეს, 7 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გაიატანეს და დადებით გადაწყვეტილება მიიღეს.

გენდერული საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით შვიდი თვეა ფუნქციონირებს ამ დროის განმავლობაში კი მნიშვნელვანი პროექტები არ განუხორციელებით.

ამ ყველაფერს კი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი განდერულ საკითხებში ია ესებუა იმით ხსნის, რომ ზოგადად პირველადაა ასეთი საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტში შექმნილი და ახალი პრაქტიკაა, თან ფინანსებიც არ აქვთ პროექტების განსახორციელებლად, ამიტომ უახლოეს მომავალში მარნეულის მერიიდან ელიან დაფინანსებას. ესებუას თქმით, უკვე დაწყებულია სტატისტიკაზე მუშაობა და განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელება.



როგორც ია ესებუამ განაცხადა, შემუშავებულ ერთწლიან გეგმას მათი საბჭოს ყველა წევრი იცნობს. რადიო „მარნეული“ შეცადა გაიგო თუ რა ინფორმაცია აქვთ მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმის შესახებ. ამისათვის კი გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს დავუსვით კითხვა, რომელმაც თქვა, რომ, რა თქმა უნდა, გეგმას იცნობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ვრცელი ინფორმაციისთვის ია ესებუასთან გვამისამართებს.



მსგავსი რამ გვითხრა გენდერული საბჭოს წევრმა რომან ტაბატაძემაც და დეტალური ინფორმაციისთვის ესებუასთან გადაგვამისამაართა.


გდერული საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელსაც გენდერის სპეციალისტის კვალიფიკაცია აქვს ნონა სამხარაძეს საბჭოს სხვა წევრების მსგავსად, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამბობს, რომ პირველად დოკუმეტზე მას შენიშვნებიც ჰქონდა , თუმცა საბოლოოდ მიღებულ გეგმაში გაითვალისწინეს თუ არა მისი შენიშვნები ეს არ იცის.

მარნეულის მუნიციპალიტეტში გენერული საბჭო 2018 წლის თებერვლის თვეში შეიქმნა და 12 წევრისგან დაკომპლექტდა.

რადიო "მარნეული"

Print