სიახლე
"სახელმწიფო უშიშროების ინტერესი, სოციუმის, უმრავლესობის ინტერესები, ესეთი ტერმინები, ესეთი ცნებები უცხოა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის“ - გიორგი მშვენიერაძე
სად გადის ზღვარი სახელმწიფოს მიერ ადამიანის პირად ცხოვრებასა და პირად თავისუფლებაში შეჭრის შესახებ? ესაა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, ამ საკითხებზე დისკუსიები გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებაც განიცდის დემოკრატიზაციას, საზოგადოებაც ხდება უფრო გახსნილი და ბუნებრივია ერთი მხრივ პატრიარქალური ან ტრადიციული შეხედულებები უპირისპირდება ახალ პროგრესულ იდეებს.“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე

სამოქალაქო თავისუფლება არის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ სრული უფლება იმოქმედონ ისე, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ, მანამ სანამ მათი ქმედება სხვების უფლებებს არ შელახავს.

„ზღვარი ნებისმიერი თავისუფლებისთვის არის სხვების ანალოგიურ თავისუფლებასთან დაპირისპირება. დანარჩენი ზღვარები, რაც ხშირად დამახასიათებელის არადემოკრატიული სახელმწიფოსათვის, როგორიც არის ეგრედწოდებული განზოგადებული სახელმწიფო ინტერესი, განსაკუთრებით სახელმწიფო უშიშროების ინტერესი, სოციუმის, უმრავლესობის ინტერესები, ესეთი ტერმინები, ესეთი ცნებები უცხოა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის“ - გვეუბნება გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიზაციის გზას გადის და ამ ნაწილში მნიშვნელოვან როლს საკონსტიტუციო სასამართლოც ასრულებს. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვან აზრს იწვევს საზოგადოებაში და შესაძლოა ითქვას, რომ საზოგადოება ორ ნაწილადაა დაყოფილი პროგრესულად მოაზროვნეებად და მათად ვისაც ცვლილებების ეშინიათ.

„არსებობს ორი მიდგომა, როდესაც ადამიანები თვლიან, რომ თითოეული ადამიანი საკუთარი თავის მესაკუთრე კიარაა, არამედ პირველ რიგში არის საზოგადოების ნაწილი და ის პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე და არის მეორე ნაწილი ადამიანების რომლებიც თვლიან, რომ ადამიანები პირველ რიგში თავისუფალი არსებები არიან, მათი სხეული, მათი აზროვნება, ათი პიროვნება მათი საკუთრებაა და შემდგომ არიან ისინი ადამიანები როგორ ა ერთიანი საზოგადოების ნაწილი. ბუნებრივია, მომავალი ამ მეორე ნაწილისაა, ხოლო ის რომ უმრავლესობა წყვეტს თუ როგორ იცხოვრებს ერთი ადამიანი ეს წარსულის ნაწილია.“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე

შეხვედრა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 9 აგვისტოს გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც „თვითგანვითარების უნივერსიტეტია“.

„თვითგანვითარების უნივერსიტეტის“ პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის“ ფარგლებში ამდაგვარი შეხვედრები უკვე რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდასა და გააქტიურებას.

რადო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად,
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი
გათავისუფლდა.
16:27 / 15.02.2019
რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით,
თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა
იგეგმება.
16:15 / 15.02.2019
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა იგეგმება.
30
წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
15:54 / 15.02.2019
30 წლის ქალი ცოლის მოყვანის მიზნით, 31 წლის კაცმა,
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ
ინფორმაციებს
09:56 / 15.02.2019
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების
გაძვირება შეუჩერა.
21:51 / 14.02.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა.