ქარიმოვის თქმით, იმამკულიევმა პარტიაში „ახალი სახის“ დასაქმება მათთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა
„ევროპული საქართველოს“ საკრებულოს ფრაქციის დაშლის შესახებ ინფრომაცია საკრებულოს სხდომაზე 7 აგვისტოს გახდა ცნობილი. აზად ქარიმოვი, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოს წევრი გახდა, პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და მიზეზად პარტიის ლიდერთან, ახმედ იმამკულიევთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

ინფრომაცია კონფლიქტის შესახებ ბევრად ადრე გახდა ცნობილი მარნეულის კულუარებიდან, თუმცა ოფიციალური ხასიათი საკრებულო სხდომაზე მიიღო, როდესაც იმამკულიევმა ქარიმოვი ფრაქციის თავჯდომარის მოადგილეობიდან გადააყენა. როგორც ირკვევა ეს გადაწყვეტილება იმამკულიევმა პარტიის წევრებთან შუთანხმებლად მიიღო.

ქარიმოვი ჩვენთან საუბარში კომფლიქტის ახალ დეტალზე საუბრობს. იმამკულიევმა პარტიაში ახალი სახე მოიყვანა და მისი დასაქმება გადაწყვიტა. დასაქმება კი ანაზღაურებადია. რაზეც ქარიმოვმა მას პარტიის აქტივისტებიდან დასაქმება შესთავაზა


„სხვა პარტიებიდან შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით რომელიმე პარტიაში წასვლას არ ვაპირებ. მერიაში საქმიანობასაც ახლა დამოუკიდებლად ვაგრძლებ, ყოველთვის ხალხის გვერდზე ვიყავი და პარტიიდან წასვლა ამაში ხელს არ მიშლის. ამით არ დამიმთავრებია ჩემი პოლიტიკური კარიერა, პირიქით, უფრო აქტიურად ვაგრძლებ“. ამბობს ქარიმოვი.


აზად ქარიმოვი სხვა პარტიებს დააკვირდება, თუ პარტიებში იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილება, როგორიც მას ევროპულ საქართველოში დახვდა მაშინ დამოიკიდებლად განაგრძობს მუშაობას

პარტია ასევე „ევროპული საქართველოს“ აქტივისტმა ფარიკ მურსაკულოვმა დატოვა. რომელიც იმამკულიევის წინასაარჩევნო პროცესებში საკმაოდ აქტიურად იყო ჩარტული. მურსაკულოვი ამბობს რომ „ ქართულ ოცნებაში არასდროს გადავა, რადგან იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვს.

„ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. დღეს ვინც პოლიტიკაშია ყველამ იცის რომ მე ვებრძვი მმართველ პარტიას და არა რომელიმე ქართული ოცნების წევრს. მე ვებრძვი პარტიის იდეოლოგიას და არა კონკრეტულ პიროვნებებს. არ მინდა ისე გაიგოს საზოგადოებამ, რომ თითქოს ქართული ოცნების წისქვილზე ვასხამ წყალს, ეს ასე არ არის“. თქვა მურსაკულოვმა

ქარიმოვის მსგავსად ფარიკ მუსრსაკულოვიც იმამკულიევის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებების შესახებ საუბრობს, რაც მისი აზრით დიქტატურის მანიშნებელია.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები