მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე
არსებული ნარჩენები უკვე გაწმინდეს.
რამდენიმე დღის განმავლობაში ნრჩენები მიუხედავად დაპირებისა არავის
გაჰქონდა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე
დაუკავშირდა და არსებული სიტუაციის შესახებ აცნობა.
ჩვენ შპს „სუფთა მარნეულის“ დირექრორს ლერი მუმლაძეს
დავუკავშირდით და თქვა , რომ ამდენი ხნის განმავლობაში ნარჩენები
სამუშაო ტექნიკის გაუმართაობის გამო ვერ გააქვთ, თუმცა გუშინ, 29
აგვისტოს, საღამოს საათებში აღმაშნებლის ქუჩიდან ნარჩენები
გაიტანეს.
რადიო "მარნეული"