კომპანიას, რომელმაც შესაძლოა მერიის ტენდერი მოიგოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ძაღლების მკვლელთა დაჯგუფებად აფასებს
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მოსახურეობისთვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „იმერეთი ჯგუფმა“ მიიღო. მერია ამ ეტაპზე მათ შერჩევა/შფასებას ახორციელებს. ვრცლად მოუსმინეთ ჩვენს სიუჟეტს



რადიო „მარნეული“ დაინტერესდა „იმერეთი ჯგუფის“ საქმიანობით, რისთვისაც საქართველოს ცხოველთა დავის ფედერაციას მივმართეთ. ისინი კომპანიის წარსულ და ამჟამინდლ საქმიანობას უარყოფითად აფასებენ.

როგორც ჩვენთან საუბარში ცხოცელთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე, თემურ ლაჭყეპიანი ამბობს, შპს „იმერეთი ჯგუფის“ მონიტორინგისას უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, მაშორისაა ცხოველთა სასტიკი მოპყრობის ფაქტები.

გარდა სასტიკი მოპყრობისა შპს „იმერეთი ჯგუფი“ არღვევს ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ პირობებს და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

ლაჭყეპიანის თქმით, დოკუმენტები, რომლებიც ატვირთული აქვთ გაყალბებულია. მეტიც - ვეტერინარი, რომლის სახელი, გვარი, სურათი და საკონტაქტო ნომერი დოკუმენტაციაში აქვთ მითითებული არ შეესაბამება სიმართლეს.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარნეულის მერია კომპანიაზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ტენდერი, რომელიც ძაღლების თავშესაფრის მომსახურებისთვის უკვე 2-ჯერ გამოაცხადეს და მონაწილეობა არავინ მიიღო, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფერდერაცია თანხის სიმცირეს უკავშირებს, თუმცა მარნეულის მერია ტენდერში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს და 16 949 ლარიან ტენდერს უკვე მესამედ, შეუცვლელი პორობებით აცხადებს.

მიუხედავად თანხის სიმცირისა, 2017 წელს გამოცხადებულ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობის ტენდერში მარნეულის მერიამ ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს გაამარჯვებინა, რომელმაც ტენდერით ნაკისრი ვალდებულება ვერ შესარულა და არაერთი გაფრთხილება მიიღო ცხოველთა დაცვის ფედერაციიდან. მისი თავშესაფარი, რომელიც ოზურგეთში მდებარეობს ახლა დახურულია.
თემურ ლაჩყეპიანი 16 949 ლარს 211 ძაღლის მომსახურეობისთვის წარმოუდგენლად მიიჩნევს.

შპს „იმერეთი ჯგუფის“ დირექტორთან დაკავშირება რადიო „მარნეულმა“ დღეს არაერთხელ სცადა. პირველი სატელეფონო ზარისას, როდესაც მედია საშუალება დავუსახელეთ, თუ ვინ უკავშირდებოდა საუბარზე დროის უქონლობის გამო უარი გვითხრა და 2 საათში გადარეკვა გვთხოვა, თუმცა ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ კომპანიას ცხოველები ქუთაისში გადაჰყავს და ტრანსპორტიებასაც კი კანონდარღვევით ახორციელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენეს, რომლებმაც „იმერეთი ჯგუფს„ ჯარიმა დააკისრეს. მათი საქმიანობის შეწყვეტა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. ამის უფლება კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკვე რამდენიმე დღეა დაეკისრა. ლაჭყეპიანი იმედოვნებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მათ საქმიანობას მკაცრად გააკონტროლებს.

მიუხედავად მსგავსი ვითარებისა, არ ვიცით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარნეულის მერია შერჩევა/შეფასების დროს კომპანიასთან დაკავშირებით და თანხა, რომელიც 211 ძაღლის თავშესაფრის მომსახურეობისთვის, საკმარისი ისედაც არაა ამას ცხოველთა სასტიკი მოპრობის ახალი ფაქტები არ დაემატება.


ვიდეო აღებულია ცხოველთა დაცვის ფედერაციის ფეისბუკ გვერდიდან, სადაც კარგად ჩანს კომპანია შპს "იმერეთი ჯგუფის" ცხოველთა თავშესაფარის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისში მდებარეობს.



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები