ახალი გუბერნატორისთვის ქალების შეხვედრებზე დასწრება ბუნებრივია
ახალ გუბერნატორთან შეხვედრების ორგანიზებისას მარნეულის მერიამ ქალთა ჩართულობაზეც იზრუნა.
სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის გენდერის რეგიონალური წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამ ფაქტს დადებითათ აფასებს.



აღსანიშნავია, რომ გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი სოფელ კაჩაგანში, 3 სექტმბერს, შეხვედრაზე რწმუნებულების მიერ დაპატიჟებულ სკოლის მასწავლებლებს თავად მიუახლოვდა და გასაუბრება სცადა.

მართალია დამსწრე ქალები შეხვედრის დროს აქტიურობით არ გამოირჩევიან და სიტყვით გამოსვლისა და პრობლემებზე საუბარსაგან თავს იკავებენ, მაგრამ გუბერნატორს ჩამოსვლისთვის მადლობას უხდიან.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის პოსტს რეხვიაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა რომ ქალების საჭიროებების მოსმენა მისთვის ბუნებრივი იყო.



4 სექტემბერს, სოფელ თამარისში მოსახლებასთან შეხვედრისას გუბერნატორმა განაცხადა, რომ უხარია რადგან შეხვედრებს ესწრებიან როგორც კაცები ასევე ქალები.

„ქალბატონების(ქალების) ჩართულობა საჭიროა, აუცილებელია, თურმე ამ დღეების განმავლობაში ვიღაც-ვიღაც ორგანიზაციები, კარგი ორგანიზაციები, გვაკვირდებიან რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ” - თქვა გუბერნატორმა თამარისელებთან შეხვედრისას

მარნულში ქალთა ჩართულობის საკითხი სხვადასხვა არამთავრობო ორგანიზაციებისა და გენდერის სპეციალისტების მხრიდან უარყოფითად ფასდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალ არჩეულმა მერმა თემურ აბაზოვმა ომბუცმენის აპარატის შეფასებით სექსისტური განცხადება გააკეთა, როდესაც მან თქვა, რომ ქალები მამაკაცებს "შუადღის კვებას" უმზადებენ და ამიტომ ვერ ესწრებიან შეხვედრას. აღნიშნული განცხადება არნეულის ყოფილმა მერმა სოფელ კაჩაგანში გააკეთა, რა ფაქტიც ყველასათვის ცნობილი გახდა.

გენდერის სპეციალისტები ამბობენ, რომ ქალების ჩართულობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ხდება.
მარნეულის საკრებულოში, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალი დეპუტატი არ არის.

იგივე ვითარება აქვს შემჩნეული სახალხო დამცველის წარმომადგენელ მარიამ გვიდიანს ქვემო-ქართლის გუბერნიაშიც.




რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები