სოციალურად დაუცველი 61 წლის კაცი გადაადგილებისთვის ეტლის თანხას სახელმწიფოსგან ელის
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მცხოვრები 61 წლის საფაროვი ალაჰგულუს ორივე ფეხის ამპუტაციის გამო გადაადგილება არ შუძლია და სპეციალური ეტლი სჭირდება . ეს პრობლემა მას 2000 წლიდან აქვს. თავად გვიყვება, რომ დაახლოებით 5 წლის წინ სახელმწიფო დაეხმარა და ეტლი მისცა, თუმცა უკვე დიდი ხანია გაფუჭდა. ძვლი ეტლის შეკეთება ან ახლის ყიდვა მისთვის აუცილებელია. ამითვის კი შესაძლებლობა არ აქვს

„ეტლი არ მაქვს. რამდენიმე წლის წინ გავარემონტე. ახალს 1500 ლარი უნდა სად მაქვს მაგდენი ფული. 80 ლარი მივეცი ტაქსს,რომ ეტლის შესაკეთებელ ქარხანამდე მივეყვანე და საბუთი წამომეღო, რომლითაც ადგილობრივი მერია ამ ქარხანას შეკეთების ფულს გადაურიცხავდა. დეპუტატებს შეუძლიათ მანქანებით სიარული და ინვალიდებს არ ეხმარებიან. ერთი თვეა პასუხს ველოდები, ვერ ვმოძრაობ.“- ამობს ალაჰგულუ საფაროვი

ალაჰგულუს თქმით, საკუთარი სახსრებით ეტლს ვერ შეიძენს. მხოლოდ 180 ლარიანი პენსიის და 100 ლარიანი სოციალური დახმარების იმედზეა. ამბობს, რომ ჯანდაცვს სამინისტროსაც და ადგილობრივ თვითმმართველობასაც რამდენიმეჯერ მიმართა, თუმცა დახმარება ჯერ არავის გაუწევია.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები