აბაზოვის საქმეზე მარნეულის საკრებულოს წევრს ბრალი დაუმძიმდა
თემურ აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს დაუმძიმდა. მათშორისაა ე.გულიევი და რ.ალახვერდიევი, რომლებსაც ბრალი 126-ე პრიმა მუხლის ბ ქვეპუნქტის მიხედვით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფურ ცემას გულისხმობს.

რ. ალახვერდიევი მარენეულის მერიის საკრებულოს პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატია. 

რაც შეეხება აზერ სულეიმანოვს, მას იგივე ბრალდება რჩება.

შეგახსენებთ, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 13 ივნისს დააკავეს, ხოლო 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა. ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები