მარნეულის საუბნო საარჩევნო კომისიის 540 ვაკანტურ ადგილზე 690 განაცხადია შეტანილი
გუშინ, 6 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების რეგისტრაციის ვადა დასრულდა.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მასშტაბით 90 უბანზე 540 ვაკანტურ ადგილზე იყო მიღება გამოცხადებული.

როგორც ჩვენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ გვითხრა, ვაკანტურ ადგილებზე სულ 690 განაცხადი შევიდა და კომისიის წევრებს 8-დან 12 სექტემბრამდე პერიოდში აირჩევენ.

"სხდომაზე მოხდება 6-6 კაცის არჩევა ყველა უბანზე , არჩევისათვის საჭიროა მინიმუმ 7 ხმა კონკურსანტი რომ გახდეს გამარჯვებული. კანდიდატებიდან წევრები აირჩევა საარჩევნო გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად." - გვითხრა კობა ასანიძემ

კობა ასანიძე ასევე ამბობს, რომ კონკურსი 90 უბნიდან არცერთზე არ ჩავარდნილა და თითოეულ მათგანში მინიმუმ 6, ხოლო მაქსიმუმ 12 განაცხადია შეტანილი.

საქართველოს მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე  შევიდა   29 797 კონკურსანტის განცხადება.

13 სექტემბრიდან უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა დაიწყება. პარტია "ქართულ ოცნებას" 3 კომისიის წევრის, პარტია "ევროპულ საქართველოს", პარტია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" კი ერთ-ერთი კომსიის წევრის დანიშვნა შეეძლება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები