მარნეულის ორი ავარიული სკოლა დაცლილია, ორშ კი მოსწავლეები კვლავ ივლიან
სკოლებში ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება. მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯრო სკოლა ფუნქციონიერებს, საედანაც სამი, ქალაქ მარნეულის N1, შულავერის N2 და საბირქენდის N1 სკოლები, წელს სხვა სკოლის შენობაში, მეორე სმენაში, გადაინაცვლებს.

როგორც მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, შულავრისა და საბირქნდის სკოლები ავარიულ მდგომარეობაშა, რაც შენობების დაცლის მიზეზი გახდა, ხოლო მარნეულის N1 სკოლა ჯერ კიდევ მშნენბლობის პროცესშია.

ომაროვი ასევე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისათვის სკოლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გადაცემული აქვს.

„სკოლების მდგომარეობათან დაკავშირებით ყველა მონაცემი გადაცემულია და სამომავლოდ გეგმაშიც გვექნება სკოლების რეაბილიტაცია ან აშენება“ - გვითხრა ქენან ომაროვმა

სოფელ ცოფისა და ხულდარის საჯარო სკოლების მდგომარეებოაც სავალალოა, მოსწავლეებს დანგრეულ კედლებში უწევთ განაათლების მიღება.
რესურს ცენტრის დირექტორი კი ამბობს, რომ ამ სკოლის მოსწავლეეებისათვის ალტერნატიული ფართის მოძიება იგეგმება, რათა ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ სწავლა.

მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით მარეულის N5, სოფელ წერეთლის, თაზაქენდის N1, კაჩაგანის N1 და ქესალოს სკოლები ახალ სასწავლო წელს ახალგარემონტებულ შენობებში დაიწყებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები