მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების სეპარირებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყონ
პირველი თებერვლიდან ამოქმედდება რეგულაცია რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების სეპარირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყონ.

ქაღალდის, ალუმინის, შუშისა და პლასტიკის შესაგროვებლად მუნიციპალიტეტებში უნდა გამოიყოს შესაბამისი ადგილი, სადაც მოქალაქე ნარჩენების მიტანას შეძლებს.

როგორც CENN „ნარჩენების მართვის პროგრამის“ ხელმძრვანელის მოადგილე ნინო თევზაძემ გვითხრა, სეპარირებული შეგროვების სერვისის მიწოდება მუნიციპალიტეტებმა ეტაპობრივად უნდა მოახდინონ.

„მუნიციპალიტემა უნდა უზრუნველყოს ადგილების შექმნა სადაც მოსახლეობა აი ამ ცალკე დახარისხებულ ნარჩენს მიიტანს და შესაბამის კონტეინერებში განათავსებს. ამის მიზანი არის, რომ ეს რესურსი, დახარისხებული ნარჩენის რესურსი, გადამუშავდეს ხელმეორედ.“ - გვითხრა ნინო თევზაძემ

ნინო თევზაძე იმედს იტოვებს, რომ მუნიციპალიტეტები სეპარირებული შეგროვების სერვისის მიწოდებას ერთი დასახლებიდ მაინც დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტები ნარჩენების სეპარირების სერვისს პირველი თებერვლიდან ვერ შექმნიან შესაძლოა სანქციები დაეკისროთ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები