მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნება
მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნება სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, სექსუალური ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებს მოემსახურებიან როგორც ჩვენთან საუბარში სახელწიფო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქეთი ბეროშვილი ამბობს, კრიზისული ცენტრის არსებობის საჭიროებას ზოგადად ქვეყანაში არსებული ძალადობის პრობლემის მასშტაბურობიდან ხედავენ და უნდათ, რომ სახელმწიფო სერვისები მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სპეციალისტების შერჩევა მიმდინარეობს.



კრიზისული ცენტრი მარნეულში 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, მსგავსი ცენტრები კი თბილისში, ქუთაისსა და გორში უკვე ფუნქციონირებს.
ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიხსნება.
რადიო "მარნეული"



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები