მარნეულში 7 პლასტმასის ურნა დაიწვა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 7 ახალი ურნა დაიწვა.

4 პლასტმასის ნაგვის ურნა წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში, 3 კი ქალაქ მარნულში დაიწვა.

როგორც ჩვენთან საუბრისას „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ თქვა, ამ ეტაპზე მერია ცდილობს გაარკვიოს თუ ვინ დაწვა წითელ ხიდზე მდებარე ურნები. მისი თქმით ნეიტრალურ ზონაში დამწვარ 4 ურნაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობის დადგენა შედარებით იოლი იქნება, რადგან გამშვებ პუნქტზე ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. მუმლაძე იმასაც ამბობს, რომ მარნეულში დამწვარ ურნებზე პასუხისმგებელი პირების პოვნა შეუძლებელია.

„სუფთა მარნულის“ დირექტორის თქმით, დამწვარ ურნებს ახლო მომავალში ჩაანაცვლებენ.

ვინაიდან ურნები პლასტმასისაა მუმლაძე მოსახლეობის გაფრთხილებასაც გეგმავდა, რათა მასში სიგარეტის ნამწვავიც კი არ ჩაეგდოთ, რადგან ურნას შესაძლოა ცეცხლი გასჩენოდა.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 200 სანაგვე ურნა მარნეულის მუნიციპალიტეტს 27 ივნისს გადასცა.

ახალი პლასტმასის ურნები მარნეულის გარდა ასევე გორსა და ახალციხეშიც დაიწვა.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები