სოფელ თამარისში ერთ-ერთი გერმანული სახლი მუზეუმის ფუნქციას შეიძენს
სოფელ თამარისში ერთ-ერთი გერმანული სახლი მუზეუმის ფუნქციას შეიძენს.



სოფელ თამარისში ერთ-ერთი გერმანული სახლი მუზეუმის ფუნქციას შეიძენს. ის გერმანელმა ექიმმა შეიძინა და თამარისელებს აჩუქა. შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა რესტავრაცია აქამდე არ ჩატარებია. გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ამ საქმისთვის დონორების მოძიებს იწყებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძვნებლის ნესტან თათარაშვილის თქმით, ახლო მომავალში სახლში გერმანელების მიერ აშენებული სოფლის ისტორიის გაცნობა იქნება შესაძლებელი.

გერმანელი ვიუტემბერგელი კოლონისტები საქართველოში 200 წლის წინ ჩამოასახლეს. მათგან მემკვიდრეობად საქართველოს 23-ზე მეტი სოფელი და 1200 მეტი შენობა ერგო. გერმანელებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინეს საქართველოს ეკონომიკურ-კულტურულ ცხოვრებაში, გაიყვანეს ტელეგრაფის ხაზი, გახსნეს პირველი აფთიაქი და ლუდსახარში.

მსახიობი ზურა ხაფთანი სოფელ თამარისში ცხოვრობს. ამბობს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად ჩაერთონ

მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელებას მიესალმებიან, თუმცა ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვას არ აპირებენ. მათი მონაწილეობა მხოლოდ ერთი ქუჩისთვის სოფლის ძველი სახელის დარქმევით შემოიფარგლება. ძველად სოფელ თამარისს ტრაუმბერგი ერქვა.

სოფელ თამარისში, გერმანელების აშენებულ სახლებში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. 1941 წლიდან საქართველოდან გერმანელების დეპორტაცია დაიწყო. თამარისში გერმანული სახლების დაახლოებით 15% დაკეტილია და მეპატრონეები იშვიათად აკითხავენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები