ხელსაქმის მასწავლებლად ქცეული მეან-გინეკოლოგის სტუდია შულავერში



ორ პატარა ოთახში მოწყობილ სტუდიაში 12 გოგო სხვადასხვა ნაკეთობას ქმნის. კვირის განმავლობაში შექმნილ თოჯინებს, ჩანთებს, სამკაულებს და
სხვა ნივთებს ერთმანეთს და მარინა მასწავლებელს უჩვენებენ. პედაგოგი მათ რჩევებს აძლევს და ნაკეთობისთვის საბოლოო სახის მიცემაში ეხმარება.

მარინა წიქორიშვილი ყოველ შაბათ-კვირას თბილისიდან ჩამოდის და გოგონებს ქსოვას და ქარგვას, ბისერით თუ თექაზე მუშაობას ასწავლის.

„ჩვენ ვაკეთებთ თექას, მერე თექის ნაწარმი, ქსოვა, ყაისნაღი და მძივი ერთად და შერწყმით უკვე ძალიან ლამაზი ნივთები გამოდის.“ - გვეუბნება მარინა მასწავლებელი

მარინამ „ჰობი ჰაუსი“ შულავერში 3 წლის წინ დააფუძნა. ამ სოფელში ის წლების განმავლობაში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა. იცნობდა ადგილობრივ სპეციფიკას და ქალების საჭროებებს. უნდოდა მათ გააქტიურებაში და სოციალიზაციაში დახმარებოდა.

„გოგონებს სოფლად არააქვთ ბევრი შესაძლებლობა, რომ სპეციალობას დაეუფლონ და ეს სპეციალობა აუცილებელია მათთვის, რომ შემდგომში თავისთვისაც გამოიყენონ ეს ნივთები ოჯახში, პლიუს მათი რესოციალიზაციისთვის, რათა უფრო ამაყად იყვნენ, მერე კი გარკვეული შემოსავლის წყაროც რომ იყოს.“ - ამბობს მარინა წიქორიშვილი

მარინა დღეს იმ გოგოებს ასწავლის, ვინც 90იანებში მის ხელში დაიბადა. მშობლები ექიმს ენდნენ და სახლში ჩაკეტილი შვილები სტუდიაში გაუშვეს.

ფოტო Marneulifm\ შულავერი,

სამი წლის განმავლობაში ხელსაქმე 35-მა გოგონამ შეისწავლა და ცოდნას პრაქტიკაში იყენებს. სტუდიაში სამუშაო პროცესში ახალგაზრდები ენებსაც სწავლობენ. ქართული, აზერბაიჯანული და სომხური თითქმის ყველა მოსწავლემ იცის.

„ჩემთან მოვიდნენ ბავშვები, რომლებიც მაგალითად მხოლოდ სომხურად ლაპარაკობდნენ, მხოლოდ აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. უფრო ხვეწავენ ენის ცოდნას, ერთმანეთის ენა იციან, ურთიერთობენ იმიტომ, რომ მრავალეთნიკური შემადგენლობისაა სტუდია“ - თქვა მარინა წიქორიშვილმა

ანა აკოფიანი „ჰობი ჰაუსში“ 10 წლის ასაკიდან დადის. თავიდან მხოლოდ სომხურად საუბრობდა. ახლა ქართული, რუსული და აზერბაიჯანული იცის. ყველაზე კარგად ქსოვა გამოსდის. 13 წლის გოგონას საყვარელი ხელნაკეთი თოჯინა 30 სექტემბერს „ბოლნისქალაქობისას“ გაყიდა. სწავლის გაგრძელებას სომხეთის სამხატვრო აკადემიაში აპირებს, თუმცა, სკუთარ მომავალს საქართველოში, როგორც თავად ამბობს, სამშობლოში ხედავს.

„ჩვენ გვაქვს გრანტი, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ უფასოდ სომხეთში ასეთ ხელნაკეთ ნიმუშებზე და მე სურვილი მაქვს, რომ იქ ვისწავლო“ - გვითხრა 13 წლის ანამ

სტუდიოს ხელმძღვანელს მომავალში თოჯინების თეატრის შექმნა სურს. ფიქრობს, რომ ბავშვებს საკუთარი ისტორიების მოყოლა ასე უფრო გაუადვილდებათ.

რადიო "მარნეული"


ფოტო Marneulifm\  შულავერი,
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\  შულავერი,
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\  შულავერი,
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\  შულავერი,
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
ფოტო Marneulifm\ შულავერი,"ჰობი ჰაუსი"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები