გულიევს დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სააკაშვილის "ხალხი" ეგონა
ნიაზი გულიევმა რადიოსთან საუბრისას იმამკულიევის ბრალდებები, თითქოსდა მან პარტია ფულის სანაცვლოდ დატოვა უარყო.

„ფულზე საუბარი რომ ყოფილიყო „ქართულ ოცნებაში“ გადავიდოდი, ოცნება ფულს კარგად იხდის. მანდ ფული რა შუაშია, ფულზე არაა საუბარი, უბრალოდ მე მინდა, რომ საქრთველოში მოვიდეს სააკაშვილი და კარგი, ძველი დროები მოვიდეს.“ - გვითხრა ნიაზი გულიევმა

გულიევი იხსენებს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, მას „ევროპული საქართველოს“ ოფისში უთხრეს, რომ პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და „მისი ადამიანები“ არიან. ნიაზის ორი წლის განმავლობაში ამაში ეჭვი არასოდეს არ შეუტანია. გულიევის თქმით, მიხელი სააკაშვილის განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობდა, რომ 5 მისი ნომერი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტიაა მიხვდა, რომ ატყუებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 ოქტომბერს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები